ახალი სილოსის ტიპის ტვირთმზიდების შეძენა
ჯეოფილერმა შეიძინა სამი ახალი სილოსის ტიპის ტვირთმზიდი. ამით კომპანია უზრუნველყოფს უფრო მეტი მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა უზრუნვეყოფს პროდუქციის დროულად მიწოდებას დანიშნულების ადგილზე. კომპანიის ტვირთის გადამზიდუნარიანობა გაიზარდა 500 ტონით დღეში.

