ჯეოფილერმა დაასპონსორა KazbegiSkyRace მარათონი
მიმდინარე წლის 6 სექტემბერს კომპანია TraiLab-მა ჩაატარა KazbegiSkyRace – მართონი ორ სხვადასხვა დისტანციაზე: 18კმ და 6.5კმ სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონში, საქართველოში. ჯეოფილერი იყო აღნიშნული მარათონის ერთერთი სპონსორი, რომელშიც ჯეოფილერის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათთვის ვისაც უყვართ ბუნებაში სირბილი, ყაზბეგის მარათონი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. ჯეოფილერი მუდამ მზად არის მონაწილეობა მიიღოს და სპონსორობა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების სტილის მხარდამჭერ ნებისმიერ ღონისძიებას.

